სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სროლის დროს დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობებით, მთავრობის სხდომიდა გამოსული ფიცო ქუჩაში ხალხს ესაუბრებოდა, როდესაც რამდენიმე გასროლა გაისმა და ის მიწაზე დავარდა. სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ოთხი გასროლიდან ერთი პრემიერ-მინისტრს მოხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ტყვია მუცელში, მკლავსა და ფეხში მოხვდა. BBC წერს, რომ სლოვაკეთის პრემიერი მკვლელობის მცდელობის შემდეგ "სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაშია."
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი წერს, რომ არსებული ცნობით, ფიცოს მას რამდენჯერმე ესროლეს და მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიშია. ის ვერტმფრენით ბანსკა-ბისტრიცაში გადაიყვანეს, რადგან ბრატისლავამდე გადაყვანას დიდი დრო დასჭირდებოდა. სლოვაკეთის პრემიერის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება.