დღეს, ყაზახეთისა და ლატვიის ტრანსპორტის სამინისტროებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) განვითარების შესახებ, განაცხადეს ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროში.
„ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი ლატვიელ კოლეგას კასპარს ბრისკენსს შეხვდა.
შეხვედრაზე გაცვალეს აზრები ყაზახეთსა და ლატვიაში სატრანსპორტო სექტორის არსებულ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე. ამასთან, გაფორმდა მემორანდუმი TITR-ის განვითარების შესახებ,“ - ნათქვამია განცხადებაში.
კარაბაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი და ლატვია აქტიურად ავითარებენ სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობას. ყაზახეთის მინისტრის თქმით, დღეს შუა დერეფანს განსაკუთრებული როლი აქვს, როგორც სხვა მარშრუტების ალტერნატივას.
„ამას ადასტურებს ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაორმაგება 2023 წლის ბოლოს. TITR-ის პოტენციალის გასაზრდელად, ასევე მარშრუტზე დაბრკოლებების აღმოფხვრის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა ინფრასტრუქტურისა და ტერმინალის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებაზე, პორტის გამტარუნარიანობის გაფართოებაზე, ადმინისტრაციული დაბრკოლებების აღმოფხვრასა და გადამზიდავებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე. ეს საშუალებას მოგვცემს 2025 წლისთვის TITR-ის წარმოების სიმძლავრე წელიწადში 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.“