სალომე ზურაბიშვილი: დანიელსონის მედიატორად დანიშვნა ნიშნავს, რომ ევროპა საქართველოს სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის მუშაობას განაგრძობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში მედიატორად კრისტიან დანიელსონის დანიშვნას მიესალმება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განცხადება Twitter-ზე გამოაქვეყნა.

ზურაბიშვილის თქმით, კრისტიან დანიელსონის მედიატორად დანიშვნა ნიშნავს, რომ ევროპა საქართველოს სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის მუშაობას განაგრძობს.

„მივესალმები ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში კრისტიან დანიელსონის მედიატორად დანიშვნას. ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროპა საქართველოს სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის მუშაობას განაგრძობს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ორივე მხარეს, ქვეყანა პირველ ადგილას დააყენონ და იმუშაონ დეპოლარიზაციის მისაღწევად“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირადი წარმომადგენელი დანიშნა.

ვინ არის კრისტიან დანიელსონი, რომელიც შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირად წარმომადგენლად დანიშნა