მსოფლიო პატრიარქი ქართველ ხალხს: თქვენი თანამემამულეების ერთობა, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის ნათლად ვლინდებოდა, დღეს მთელ მსოფლიოში აღინიშნება

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„პასექის სიხარულის ბრწყინვალე პერიოდში, ქრისტეს აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, შევიკრიბეთ ედირნექაფის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში, რათა ვიზეიმოთ არამხოლოდ განრღვეულის კვირა, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ეს დღე, 26 მაისი, განსაკუთრებული მოვლენაა თავისუფლებისმოყვარე და ღმრთისმოშიში ქართველი ხალხის გულებში. ეს არის დღე, რომელიც სიღრმისეულად უკავშირდება თავისუფლების, რწმენისა და სიმტკიცის სულისკვეთებას, რამაც ქართველი ხალხი ისტორია განსაზღვრა.


ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს მაგალითისა და სწავლების ერთგულით, ქართველმა ხალხმა დიდი ბრძოლები გადაიტანა პირადი და საერთო თავისუფლების შენარჩუნების, თავისი ეკლესიისა და ქვეყნის არსებობის დაცვისათვის.


ღმრთის წყალობით, ქართველმა ხალხმა საკუთარი სისხლის გაღებით, თავგანწირვითა და ღირსებით შეინარჩუნეთ თქვენი წეს-შვეულება და ღირებულებები, რამაც მოგცათ ბოლო საუკუნეებში უკანოდ და ძალადობრივად წართმეული ეკლესიის ავტოკეფალიისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენის ძალა.

საუკუნეზე მეტი ხნის უწინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველომ აღიდგინა რუსეთის იმპერიის მიერ გაუქმებული სახელმწიფოებრიობა და დაფუძნდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა; მანამდე კი, 1917 წლის 25 მარტს საეკლესიო ავტოკეფალია დაიბრუნა. სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. რუსეთიდან მოსულმა ათეისტურმა ხელისუფლებამ დაამხო ახლადშექმნილი რესპუბლიკა და საქართველოს სამოცდაათ წელიწადზე მეტი, საბჭოთა კავშირად წოდებულ, იძულებით გაერთიანებაში, დამამცირებელ მდგომარეობაში მოუწია არსებობა.


როგორც მანამდე, საბჭოთა წყობის პერიოდშიც, საფრთხე დაემუქრა ქართველი ერის იდენტობის ყველაზე საციცოცხლო ნაწილს - ქართულ ენას. საბჭოთა ხელისუფლების მიერ საქართველოში სახელმწიფო ენის საკონსტიტუციო სტატუსი შეცვლის მცდელობის საპასუხოდ, 1978 წლის 14 აპრილის გამოსვლებმა აჩვენა ქართველი ხალხის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდობის გამძლეობა და მიზანდასახულობა იდენტობის დაცვისათვის ბრძოლაში. 1989 წლის 9 აპრილის, საბჭოთა ჯარმა უმოწყალოდ დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნისათვის მებრძოლი ქართველი პატრიოტები და დახოცა ოცდაერთი ახალგაზრდა. ამ მსხვერპლის გაღებიდან ორი წლის შემდგომ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოცხადა და საბოლოოდ საბჭოთა კავშირიც დაიშლა.


იმავდროულად, 1990 წელს საქართველოს უძველესი ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო სტატუსის ისტორიულმა აღიარებამ კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიის მიერ, განამტკიცა ქვეყნის საეკლესიო თვითმყოფადობა. ეს პატივი, მოვალეობა და პრივილეგია მინდობილია ეკლესიის მწყემსმთავარზე, მღდელმთავრებზე, სამღდელოებასა და მრევლზე და დამოკიდებულია მათ მუდმივ სიფხიზლეზე, წინდახედულობასა და ურყევობაზე.


ამის მიუხედავად, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და პიროვნული თავისუფლების შესანჩუნება და განმტკიცება არამხოლოდ ერთი ჯგუფის მოვალეობაა, არამედ, უნდა დაეყრდნოს ყველა საქართველოში მცხოვრებთ - განურჩვლად პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიიური კუთვნილებისა.


თქვენი თანამემამულეების ერთობა, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის ნათლად ვლინდებოდა, სასურველია და აღინიშნება თქვენს სამშობლოში და მთელ მსოფლიოში დღეს. საქართველოს მიერ ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვების აღდგენის მრავარიცხოვანი თარიღებიდან, 26 მაისი შეირჩა, რაც იესუ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის პასექის ორმოცდაათდღიან პერიოდში აღინიშნება და გილოცავთ ამ საეკლესიო და სახელმწიფოებრივ უდიდეს დღესასწაულებს.
ამ ზეიმს დაემთხვა ჩვენი ძვირფასი ქართული სამრევლოსათვის წინამძღვრად მამა ილიას დადგენის ოთხი წლისთავი. ამ პერიოდში მნიშნელოვნად გააქტიურდა ქართული კულტურული და სულიერი ცხოვრება და იქცა საერთო სახლად სახლიდან მოშორებით. იმ მრავალრიცხოვან სამრევლო წამოწყებათა შორის, დღევანდელი საკვირა სკოლის ღონისძიება ამდიდრებს ამ გარემოს, კვებავს მომავალ თაობას რწმენასა და საკუთარი მემკვიდრეობის ტრადიციებში.


ვიხსენებთ ამ მნიშნვნელოვან დღეს და თქვენს მდიდარ ისტორიას, ვლოცულობთ თქვენი ჯანმრთელობისთვის და გისურვებთ მადლიერებით განარგძოთ ღმრთის დიდება თქვენს ცხოვრებაში და დარჩეთ საქართველოს ღირსეულ და პასუხისმგებელ პატრიოტებად. დაე, ჩვენი უფლის აღდგომის სიხარული იყოს შთამაგონებელი და წინამძღვარი თქვენს ყველა წამოწყებაში.“