საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
„ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის და ღრმა პატივისცემას გამოვხატავ საქართველოს ევროპულო მომავლისადმი თქვენი ერთგულების გამო. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ამ გზას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს,“ წერს ლაიენი შეხვედრის შემდეგ. საპასუხოდ ზურაბიშვილმა აღნიშნა: „დიდი მადლობა პრეზიდენტო თქვენი მტკიცედ მხარდაჭერისათვის ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისთვის.
მიშელთან შეხვედრის შესახებ ზურაბიშვილი ასევე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, საქართველოს ურყევ მოკავშირესთან, უკრაინისთვის მშვიდობის სამიტზე. განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტი და ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველყოფისკენ ნაბიჯები; ვისაუბრე “ქართულ ქარტიაზე”, საქართველოსთვის საგზაო რუკაზე, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან,” - წერს საქართველოს პრეზიდენტი.