დანიიდან F-16-ები უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩავა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტის ფარგლებში, დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შეხვედრის დროს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა F-16-ის თვითმფრინავების გადმოცემის მზადების მომდინარეობა განგვეხილა, რომლებიც უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დანიის პრემიერ-მინისტრთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხიც განიხილა.
„მშვიდობის სამიტში მონაწილეობისთვის და მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში გლობალური სამხრეთის ჩართვაში დანიის აქტიური დახმარებისთვის მეტე ფრედერიქსენის მადლობელი ვარ,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.