26 ივნისს, ალიანსის უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანომ ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტ NATO-ს გენერალურ მდივნის პოსტზე, იენს სტოლტენბერგის შემცვლელად აირჩია. 72 წლის იენს სტოლტენბერგს ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობა 2014 წლიდან ეკავა. მისი ვადა რამდენჯერმა გახანგრძლივდა.
ბოლო ქვეყნები, რომელთა მხარდაჭერაც სჭირდებოდა რუტეს, სლოვაკეთი და უნგრეთი იყვნენ. მათ რუტეს კანდიდატურა სამშაბათს, 18 ივნისს დაამტკიცეს. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა 19 ივნისს მოხსნა თავისი კანდიდატურა.
მარკ რუტე გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის პირველი ოქტომბრიდან, იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ შეუდგება.
ალიანსის ახალი გენერალური მდივნის ოფიციალური დანიშვნა, სავარაუდოდ, ივლისში, ვაშინგტონში, ორგანიზაციის სამიტზე გაიმართება. რუტეს უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იქნება.