27 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ღრმა შეშფოთებას საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც სერიოზულ ეჭვს ბადებს საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ქვეყნის ერთგულებისა და მისი მზადყოფნის შესახებ, შეასრულოს ევროპის საბჭოში წევრობის ვალდებულებები.
საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ რეზოლუციას 66-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5- წინააღმდეგი იყო.
ასამბლეა იზიარებს და სრულად უჭერს მხარს ვენეციის კომისიის მოსაზრებეს, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და მიიჩნევს, რომ ეს კანონიც, და ისიც თუ როგორ იქნა ის მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ, შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.
ასამბლეა მიიჩნევს, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო არაკომერციული სუბიექტების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან - რისთვისაც საქართველოში უკვე არსებობს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ბაზა - და არც ბოროტი ფარული უცხოური ჩარევის პრევენციას ემსახურება.
„ის საშუალებას აძლევს ხელისუფლებას დააყაროს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე არასათანადო პოლიტიკურ კონტროლი. ამიტომ კანონი მთლიანად უნდა გაუქმდეს ყოველგვარი შეფერხების გარეშე.“
რეზოლუციის მიხედვით, ასამბლეა ღრმად არის შეშფოთებული პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული და არაპროპორციული გამოყენებით, დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პარლამენტის წევრების მიმართ ძალადობრივი თავდასხმებისა და დაშინების კამპანიებით.
ასევე შეშფოთებულია, რომ ეს თავდასხმები და დაშინების აქტები არ არის შესაბამისად გამოძიებული და დაგმობილი ხელისუფლების მიერ და რომ ამან შეიძლება შექმნას დაუსჯელობის გარემო.
ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ მსგავს ქმედებებს ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამიტომ რეზოლუციით PACE საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ყველა ცნობა ძალის გადაჭარბების გამოყენების, ძალადობრივი თავდასხმებისა და დაშინების კამპანიების შესახებ სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს შესაბამისი ორგანოების მიერ და დამნაშავეები დაისაჯონ.
ხელისუფლებამ დაუყოვნებლად უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა რათა დაიცვას ყველა მომიტინგე, სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი და პარლამენტის წევრი, კანონთან დაკავშირებით მათი მოსაზრებების მიუხედავად,- წერია რეზოლუციაში.
ამ კონტექსტში ასამბლეა იმეორებს 2438 (2022) რეზოლუციაში გამოხატულ შეშფოთებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონთან დაკავშირებით, რომელიც ფუნდამენტურად ხარვეზიანია და იძლევა ადმინისტრაციული პატიმრობისა და ზედმეტად მაღალი ჯარიმების ფართოდ გამოყენების საშუალებას, რისი შედეგიაა დაჯარომებული ადამიანების რაოდენობა, რასაც ასამბელა დასანანად აფასებს.
გარდა ამისა, ასამბლეა შეშფოთებულია, იმით რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არ არის ცალკე აღებული მოვლენა, არამედ კულმინაციაა მთელი რიგი მოვლენებისა, რომლებიც აშკარად მიუთითებს ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე.
ასამბლეა მიიჩნეს, რომ ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მკაფიოდ აღასრულოს ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაცია და შემდგომი ევროინტეგრაცია და შეასრულოს საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების ნაკისრი ვალდებულებები არა მხოლოდ სიტყიერად არამედ კონკრეტული და ხელშესახები ქმედებებით.
ასამბლეა მიიჩნევს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არ შეიძლება განიხილებოდეს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისგან განცალკევებით და შიშობს, რომ ეს კანონი უარყოფითად იმოქმედებს ამ არჩევნების ჩატარებაზე და დაინტერესებული მხარეებისა და საზოგადოების ნდობაზე შედეგებისადმი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს არჩევნების ლეგიტიმურობაზე.
"ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ამ კანონის მიღებამ, მიუხედავად ქართულ საზოგადოებაში მის მიმართ ფართო წინააღმდეგობისა, მოახლოებული არჩევნები გარდაუვლად აქცია დე ფაქტო რეფერენდუმად საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისა და საგარეო განლაგების შესახებ, საგრძნობლად გაზარდა ფსონები ამ არჩევნებში. აღრავებს პოლარიზაციას და დაძაბულობას წინასაარჩევნო კლიმატში."
ასამბლეა ხაზგასით გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე რომლითაც შეიცვალა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების არჩევის წესი.
"ეს ცვლილებები საშუალებას მისცემს მმართველ უმრავლესობას თავად შეარჩიოს და დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარე და უპარტიო წევრები, რაც, ფაქტობრივად, მისცემს მას ცესკოსში წევრთა რეოლუიაში წერია რომ ეს ცვლილებები მმართველ უმრავლესობას ალევს ცესკოს ყველა გადაწყვეტილებაზე კონტოლის პოტენიურ საშუალებას.
ცხადია, რომ საარჩევნო კოდექსში ეს ცვლილებები დიდ გავლენას მოახდენს დაინტერესებული მხარეების აღქმასა და ნდობაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მიმართ. ეს, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს დაინტერესბული არეებისა და ოგადად საქოების აღქმაზე არჩევნების ლეგიტიმურობასა და სამართლიანობის შესახებ,“ - ნათქვამია რეზოლუციაში.
ამ ფონზე, ასამბლეა შეშფოთებულია რეალური შესაძლებლობით, რომ - უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გავლენით პატივსაცემი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი გამოცდილებით შესაძლოა ვერ დააკვირდნენ არჩევნებს. „მათი, გამორიცხვა, ასამბლეისთივს სრულიად მიუღებელი და, რა თქმა უნდა, კონტრპროდუქტიული იქნებოდა.“
ასამბლეა გამოხატავს თავის ძლიერ შეშფოთებას „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტების პაკეტთან დაკავშირებით, რომლებიც შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან (ETS No. 5).
რეზოლუციაში წერია, რომ "ემოციურად დატვირთულ საკითხებზე წინასაარჩევნო პერიოდში ამ სადაო კანონპროექტების წარდგენა სამწუხაროა. ამ კონტექსტში ასამბლეა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას წინასაარჩევნოდ ლგბტი-ფობიით პოლიტიკური მანიპულირების გამო. იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის დასკვნაში მოცემული შეშფოთება და რეკომენდაციები ამ საკნონმდებლო ცვლილებებზე."
ასამბლეას პატივისცემას გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ერთგულებისადმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, რის დემონსტრირებაც განაგრძობდნენ ბოლო მოვლენების დროს, მიუხედავად მათდამი მტრული და რეპრესიული პოლიტიკური კლიმატისა.
ასამბლეა აცხადებს რომ მისთის ცნობილია და შეშფოთებულია სხვა წევრ სახელმწიფოებში მსგავსი პრობლემური კანონმდებლობების მიღებასთან ან ინიციირებასთან დაკავშირებით და ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კანონმდებლობის მიღებისგან, რომელიც ა ევროპის საბჭოს დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ - რამდენიმე ოპოზიციონერის დახმარებით მოლაპარაკებების გახსნამდე მიიღო „აგენტების კანონი“, რომელსაც ევროკავშირი და ქვეყნის სხვა პარტნიორები ევროინტეგრაციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ.
27 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, ერთხმად (78 ხმით) მიიღო ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“. მანამდე ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა კრიტიკული რეკომენდაციები და პარლამენტს მოუწოდა არ გააგრძელონ მასზე მუშაობა.