ევროკომისიამ, „ევროპის შეკავშირების ფონდიდან“ (Connecting Europe Facility - CEF), რომელიც ინფრასტრუქტურაში სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელების ინსტრუმენტს წარმოადგენს, 7 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის გრანტის მისაღებად, 134 სატრანსპორტო პროექტი შეარჩია.
დაფინანსების დაახლოებით 83% მოხმარდება პროექტებს, რომლებიც ევროკავშირის კლიმატის მიზნებს ემსახურება, აუმჯობესებენ ევროკავშირის სარკინიგზო, შიდა წყლისა და საზღვაო მარშრუტების ქსელს ტრანსევროპული სატრანსპორტო (TEN-T) ქსელის გასწვრივ.
სარკინიგზო პროექტებს 7 მილიარდი ევროს 80% მოხმარდება. დაფინანსება მოხმარდება მსხვილ პროექტებს, რათა გააუმჯობესოს ტრანსსასაზღვრო სარკინიგზო კავშირები TEN-T ძირითადი ქსელის გასწვრივ - ბალტიის ქვეყნებში (Rail Baltica), საფრანგეთსა და იტალიას შორის (ლიონ-ტურინი) და დანიასა და გერმანიას შორის (Fehmarnbelt გვირაბი). გარდა ამისა, დაახლოებით 20 საზღვაო პორტი ირლანდიაში, ესპანეთში, ფინეთში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, მალტაში, ლიეტუვაში, კვიპროსზე, ხორვატიაში, საბერძნეთსა და პოლონეთში მიიღებს მხარდაჭერას ინფრასტრუქტურის განახლებისთვის - ზოგიერთი მათგანი "ენერგეტიკული ცენტრი“ გახდება.
გარდა ამისა, დაფინანსდება რამდენიმე პროექტი, რომელიც გაზრდის შესაძლებლობას ევროკავშირი-უკრაინის სოლიდარობის ხაზების გასწვრივ, რომელიც უკრაინასა და ევროკავშირს შორის იმპორტისა და ექსპორტის გასაადვილებლად შეიქმნა. ეს პროექტები მოიცავს: უკრაინას, მოლდოვასა და რუმინეთს შორის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე საგზაო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას; მუშაობას უნგრეთ-უკრაინის სარკინიგზო საზღვრის გამტარუნარიანობის გაზრდაზე; გზის ახალ მონაკვეთს პოლონეთში, რომელიც აგრძელებს მას უკრაინის საზღვრამდე; აგრეთვე კვლევებს და სამუშაოს "უკრაინის რკინიგზების" ევროპის კავშირის ერთიან სარკინიგზო სივრცეში ინტეგრაციისთვის.
სარკინიგზო პროექტებს 7 მილიარდი ევროს 80 % მოხმარდება. "სახელმძღვანელო პრინციპები ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის" - კერძოდ, ახალი TEN-T-რეგლამენტი ძალაში შევა ხვალ, 18 ივლისს.