ალიევი: აზერბაიჯანს ექნება მეტი შესაძლებლობა, რომ ევროპულ ქვეყნებს გაზი მიაწოდოს

აზერბაიჯანულ გაზს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა - ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, უნგრეთი და რუმინეთი, ასევე - ორი კანდიდატი ქვეყანა - საქართველო და სერბეთი; და თურქეთი იღებენ,“ - ეს განცხადება აზერბაიჯანი პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ოქსფორდში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 სამიტის ფარგლებში მრგვალ მაგიდაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ 18 ივლისი მნიშვნელოვანი იყო სლოვენიისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის თვალსაზრისით.


„იმედია, რამდენიმე თვეში შევძლებთ სლოვენიის ბაზარზე გასვლას. ახლა, მას შემდეგ, რაც ევროპული ურთიერთდაკავშირების პროექტები მიმდინარეობს, მეტი შესაძლებლობა გაჩნდება, რომ აზერბაიჯანული გაზი ევროპული ქვეყნებს მიეწოდოს,“ - აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის მიზანია ევროპაში აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირების გაორმაგება.

„ჩვენ 2021 წელს ევროპაში მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზის ტრანსპორტირება განვახორციელეთ. მიმდინარე წელს მხოლოდ ევროპას მივაწვდით 13 მილიარდ კუბურ მეტრს. 2027 წლის ბოლომდე ევროპაში ექსპორტი 16 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა გავზარდოთ. ამ რესურსების ევროპაში მიწოდება იგეგმება არსებული სატრანსპორტო ქსელის – სამხრეთის გაზის დერეფნის, ასევე ინტერკონექტორების საშუალებით,“ – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.