რუმინეთი, კასპია-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის პროექტზე შეხვედრის ორგანიზებას, სექტემბრისთვის გეგმავს - მედია

2024 წლის სექტემბერში, რუმინეთი, ბუქარესტში, აზერბაიჯანის, რუმინეთის, საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ტრანსპორტის მინისტრებს შორის შეხვედრას უმასპინძლებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. შეკრება კასპიის ზღვა-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის ახალ პროექტს უკავშირდება.


დღეს ცნობილი გახდა, რომ თურქმენეთმა დაადასტურა თავისი განზრახვა, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას კასპია ზღვა-შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის შესახებ.