ტრამპზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი კიმბერლი ჩიტლი გადადგა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა კიმბერლი ჩიტლიმ გადადგომის შესახებ განაცხადა.

BBC-ის ცნობით, პერსონალისადმი მიწერილ წერილში, ჩიტლი აღნიშნავს, რომ ის ყოველთვის "სამსახურის საჭიროებებს აყენებდა პირველ ადგილზე" და რომ გაუჭირდა ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღება.  პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განცხადებაში მიუთითა, რომ ათწლეულების განმავლობაში ჩიტლის საჯარო სამსახურისთვის მადლიერია. ბაიდენმა განმარტა, რომ მალე ახალ დირექტორს დანიშნავს.


აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა, კიმბერლი ჩიტლიმ გადადგომის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის მოსმენიდან მეორე დღეს გამოაცხადა, რომელზეც კომიტეტის წევრებმა 13 ივლისს ტრამპზე მომხდარი თავდასხმის დროს საიდუმლო სამსახურის ქმედებები გააკრიტიკეს. მაშინ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა უარი განაცხადა გადადგომაზე და განმარტა რომ ის ყველა კვალიფიციური ადამიანია ამ თანამდებობისთვის.


კონგრესმენები აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორს 22 ივლისს ოთხ-ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში უსვამდნენ მწვავე შეკითხვებს. თავის გამოსვლაში ჩიტლიმ 13 ივლისს მომხდარ თავდასხმას უწოდა  „საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერატიული წარუმატებლობა ბოლო ათწლეულებში“ და ეს ინციდენტი შეადარა აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მკვლელობის მცდელობას 1981 წელს.


ცნობისთვის, აშშ-ის საიდუმლო სამსახური პასუხისმგებელია პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, მათი ოჯახის წევრებისა და მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატების უსაფრთხოებაზე. ჩიტლი საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელად 2022 წელს დანიშნა. მან მანამდე 27 წელი იმუშავა სააგენტოში სხვადასხვა ამპლუაში.