შუა დერეფნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 65%-ით გაიზარდა

ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (TITR) ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 2024 წლის პირველ ნახევარში 65%-ით გაიზარდა. მაჩვენებელმა 2,1 მილიონ ტონას მიაღწია, იუწყება აზერბაიჯანული მედია ყაზახეთის მთავრობაზე დაყრდნობით.


მანამდე ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ სატჟან აბლალიევმა განაცხადა, რომ წელს TITR-ით ტრანსპორტირების მოცულობა 4,2 მლნ ტონამდეა დაგეგმილი. 2023 წელს TITR-ით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 2022 წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა და გადაზიდვებმა 2,7 მლნ ტონა შეადგინა.


შუა დერეფანი ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპის ქვეყნებამდე ვრცელდება. ამ დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი.