ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს თბილისის წყლის ქსელის ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად. თანხა თბილისში წყლის ქსელის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.
პროექტი EBRD Green Cities-ის ფარგლებში ხორციელდება - ეს არის პროგრამა, რომელმაც უკვე დაუჭირა მხარი რვა პროექტს თბილისში, მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის მეშვეობით. დღეისათვის ბანკმა 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 299 პროექტში ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, ამ ინვესტიციების 82 პროცენტი კი, კერძო სექტორზე მოდის.