Meta-ს საფრთხეების ანგარიშის მიხედვით, კომპანიის პლატფორმებიდან სამხრეთ კავკასიაში მოქმედი რუსული ქსელი წაიშალა.
ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ცნობით, ქსელი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მოქმედებდა და მასში 76 ფეისბუქანგარიში, 30 ფეისბუქგვერდი და 11 ინსტაგრამანგარიში შედიოდა. რუსულმა ქსელმა რეკლამაში დაახლოებით 77 000$ დახარჯა.
საქართველოში მოქმედი ანგარიშები ე.წ. "რუსული კანონის" საპროტესტო აქციების დროს აკრიტიკებდნენ აქციის მონაწილეებს და მხარს უჭერდნენ „ქართულ ოცნებას."