პრინცი უილიამი: რასისტული ოჯახი სულაც არ ვართ

პრინცი უილიამი მეგან მარკლისა და პრინც ჰარის სკანდალურ ინტერვიუს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამეფო ოჯახი რასისტულად განწყობილი არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მისივე თქმით, მას პრინც ჰარისთან აღნიშულ საკითხზე არ უსაუბრია, თუმცა უახლოეს მომავალში ისაუბრებენ.

,,რასისტული ოჯახი სულაც არ ვართ", - განაცხადა უილიამმა საკითხის მცირე კომენტირებისას.

ცნობისთვის, 8 მარტს ტელეკომპანია CBS-მა მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ინტერვიუ გაავრცელა. ინტერვიუში მეგან მარკლი სამეფო ოჯახში რასისტულ განწყობებში ადანაშაულებს.

ინტერვიუს რამდენიმე დღის წინ სამეფო ოჯახიც გამოეხმაურა.