უკრაინამ და ირლადიამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

დღეს კიევში, უკრაინასა და ირლადიას შორის უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება გაფორმდა. ირლანდიის პრემიერი უკრაინაში დღეს ჩავიდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმება უზრუნველყოფს ჰუმანიტარული და ინფრასტრუქტურული საჭიროებების მუდმივ მხარდაჭერას, მხოლოდ ამ წლისთვის გამოყოფილია თითქმის 170 მილიონი ევრო.


„ეს არის 10-წლიანი ვალდებულება. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ირლანდიას ჩვენი მიწის განაღმვის ერთობლივი ძალისხმევისთვის - ეს ნამდვილად გადაარჩენს უთვალავ სიცოცხლეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ერთად მუშაობას უკრაინის, ირლანდიისა და მთელი ევროპის გამძლეობის გასაძლიერებლად, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორიცა, კიბერუსაფრთხოება,“ წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.