ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) აზერბაიჯანის ბილასუვარის რეგიონში 445 მეგავატიანი მზის ფოტოელექტრული ელექტროსადგურის პროექტისთვის დაამტკიცა 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ეს პროექტი მიზნად ისახავს აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის პოტენციალის გაზრდას და ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას, რაც შეესაბამება პარიზის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.
პროექტის ჯამური ღირებულება სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დამატებითი მხარდაჭერის ჩათვლით, 380 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული.