შვეიცარიის კერძო სექტორი შუა დერეფნის განვითარებით ინტერესდება

შვეიცარიის კერძო სექტორი ინტერესით აკვირდება შუა დერეფნის განვითარებას, ამის შესახებ Trend-ს მისიის უფროსის მოადგილემ, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში შვეიცარიის საელჩოს რეგიონული თანამშრომლობის ხელმძღვანელის მოადგილემ განუცხადა.


გაი ბონვინმა აღნიშნა, რომ სატრანსპორტო მარშრუტი ჩინეთიდან ევროპისკენ ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის გავლით, ამჟამად სწრაფად ვითარდება. კერძოდ, მიმდინარეობს სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების მოდერნიზაცია და გაფართოება.


„ეს დერეფანი არსებითად ხელს შეუწყობს ვაჭრობას და რეგიონს სატრანზიტო ჰაბად პოზიციონირების საშუალებას აძლევს. გაუმჯობესებული ტრანსკონტინენტური კავშირი ნიშნავს მიწოდების უფრო ეფექტიან ქსელს და უკეთეს ბაზარზე წვდომას, რაც კარგი ამბავია ასევე შვეიცარიული კომპანიებისთვის. შვეიცარიას აქვს მრავალი შესაძლებლობა ინფრასტრუქტურის სექტორში, რომელიც შეიძლება, საინტერესო  იყოს შუა დერეფნის კონტექსტში. ამის მაგალითია, ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რკინიგზა, გზები/ხიდები/გვირაბი და საინჟინრო მომსახურება.

„შვეიცარიულ კომპანიებს, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ტვირთების თვალყურის დევნებასა და ლოგისტიკაში, ასევე შეუძლიათ, შემოგთავაზოთ ინოვაციური გადაწყვეტილებები,“ - აღნიშნა ბონვინმა.


ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ტრადიციული ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. 

ამ დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი.