ჩინური კომპანია აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს ერთობლივ საწარმოს შეუერთდება

აზერბაიჯანის რკინიგზის CJSC (AZD) თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა China Railway Container Transport Corp-ის ხელმძღვანელობას უმასპინძლა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრაზე ვრცელი დისკუსია გაიმართა აზერბაიჯანსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სარკინიგზო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ, მათ შორის, შუა დერეფნის გასწვრივ სატვირთო მიმოსვლის გაზრდაზე.


მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტების მიერ შექმნილ ერთობლივ საწარმოში "Middle Corridor Multimodal Ltd“ CRTC-ის გაერთიანებაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში შუა დერეფნის განვითარებაზე ჩატარებული ფუნდამენტური სამუშაოს შედეგად აღდგა ჩინეთიდან საკონტეინერო ბლოკ- მატარებლების მოძრაობა და რომ 2024 წლის დასაწყისიდან 212 კონტეინერი ჩინეთის პორტებიდან აზერბაიჯანში ბლოკ-მატარებლები გაიგზავნა. გატარებული ღონისძიებების წარმატებით შედეგად ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბაქოს პორტში კონტეინერების მიწოდების დრო 8-10 დღეა, ხოლო შავი ზღვის პორტებში - 10-12 დღე.


ჩინურმა მხარემ აღნიშნა, რომ CRTC-ის გაერთიანება ერთობლივ საწარმოში "Middle Corridor Multimodal Ltd", ხელს შეუწყობს შუა დერეფნის გასწვრივ გადაზიდული ტვირთის მოცულობის ზრდას.


ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ტრადიციული ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. 

ამ დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი.