ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა არჩევნების დღეს მედიის მიმართ დარღვევების სწრაფ გამოძიებას ითხოვს

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის შეფასებით, არჩევნების დღეს ქართველი ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა სახის დარღვევების ათზე მეტ შემთხვევა დაფიქსირდა. პლატფორმამ დოკუმენტირებული შემთხვევების გამოძიებისა და პასუხისმგებელ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნისკენ მოუწოდა.


„30 ოქტომბრის „1 დონის განგაშის“ განცხადებაში, რომელიც „მედიის თავისუფლების ყველაზე მძიმე და საზიანო დარღვევებს“ მოიცავს, პლატფორმამ განაცხადა, რომ სულ მცირე 15 შემთხვევა დაფიქსირდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, „როდესაც 22 ჟურნალისტი და მედიის სხვა მუშაკი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფას, დაშინებისა და მუშაობაში ხელისშეშლის სამიზნე გახდა.“


ჩამოთვლილი შემთხვევები მოიცავს კახეთის რეგიონში ფიზიკური და/ან სიტყვიერი შეურაცხყოფის 4 შემთხვევას, ქუთაისში ფიზიკური შეურაცხყოფის ან/და მედიის მუშაობის შეფერხების 2 შემთხვევას, 3 მსგავს შემთხვევას თბილისში, ასევე 3 ინციდენტს მარნეულში და კიდევ 2 შემთხვევას ბათუმში.


პლატფორმა იმედოვნებს, რომ განხორციელდება შემდგომი ქმედებები, მათ შორის - „ჟურნალისტებზე თავდასხმების, მათ მიმართ მუქარისა და შევიწროების ფაქტების სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება“ და პასუხისმგებელ პირთა გასაართლებისკენ მოუწოდებს.