დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად რესპუბლიკელი მაიკ უოლცი აირჩია. აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე დაადასტურა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კონგრესმენ მაიკ ვოლცს დანიშნავს.
„მაიკი პირველი მწვანე ბერეტია [აშშ-ის სპეცდანიშნულების ძალები], რომელიც კონგრესში აირჩიეს და მანამდე თეთრ სახლსა და პენტაგონში მსახურობდა," - წერს ტრამპი.
მაიკ უოლცი აშშ-ის არმიის სპეცრაზმის, „მწვანე ბერეტების“ ვეტერანია, იგი მსახურობდა ავღანეთში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 2019 წლიდან მაიკ უოლცი წარმოადგენს კონგრესის ოლქს პალატაში, სადაც არის შეიარაღებული ძალების, საგარეო საქმეთა და დაზვერვის კომიტეტების წევრი. 4 ნოემბერს NPR-თან ინტერვიუში მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს „ბერკეტები“, რათა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანოს ომის დიპლომატიური გზებით დასასრულებლად.
2022 წელს ვოლცმა უკრაინისთვის "ლენდ-ლიზის" ამოქმედებას დაუჭირა მხარი. უოლცი 2022 წელს ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებდა, მიეწოდებინა მეტი ამუნიცია და შეიარაღება კიევისთვის, რათა უკრაინელებს აეძულებინათ, რუსები უკან დაეხიათ.
უოლცი დონალდ ტრამპის მხარდამჭერია და ის წლების განმავლობაში ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა. მას აქვს პოლკოვნიკის წოდება. საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის დროს უოლცი ხშირად აკრიტიკებდა ჩინეთს და საუბრობდა მზარდ საფრთხეებზე აზიაში. მისი აზრით ამერიკის შეერთებული შტატები მზად უნდა იყოს რეგიონში პოტენციური კონფლიქტისთვის.
იმისათვის, რომ უოლცმა ტრამპის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობა დაიკავოს, მას სენატის მხარდაჭერა არ სჭირდება. ამ დროისთვის, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ საუბრობს დეტალებზე მისი კაბინეტის შესახებ. უშუალოდ მის მიერ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის აპარატს, პირველად ქალი სიუზი უაილსი უხელმძღვანელებს. უაილსი ტრამპის კამპანიის ხელმძღვანელი იყო. ასევე ცნობილია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში "საზღვრით მეფე" ტომ ჰომენი იქნება.
არსებობს მოლოდინი, რომ 13 ნოემბერს, როცა დონალდ ტრამპი 2021 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდება თეთრ სახლში, როდესაც მას პრეზიდენტი ბაიდენი მიიღებს. დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი, იმის შესახებ თუ როგორ დაკომპლექტდება მისი ახალი კაბინეტი.