თეთრი სახლის პრესსპიკერის თანამდებობას კეროლაინ ლივიტი დაიკავებს

დონალდ ტრამპი თეთრი სახლის პრესსპიკერის თანამდებობაზე კეროლაინ ლივიტს დანიშნავს.

„კეროლაინი ჭკვიანია, ძლიერია და დაამტკიცა, რომ ძალიან ეფექტიანი კომუნიკატორია,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


27 წლის კეროლაინ ლივიტი, რომელიც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის პრესმდივანი იყო, აშშ-ის ისტორიაში თეთრი სახლის ყველაზე ახალგაზრდა პრესსპიკერი იქნება.

ამ დრომდე ყველაზე ახალგაზრდა პრესმდივანი იყო რონ ზიგლერი, რომელმაც თანამდებობა 29 წლის ასაკში, რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობის დროს დაიკავა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობას სტივენ ჩუნი დაიკავებს, რომელიც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის პრესსპიკერი იყო.