ამერიკის საელჩო ,,TV პირველზე": გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ,,TV პირველთან" დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოძიებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი - ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები.

საელჩო მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, რომ პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ ამ სიტუაციას.

,,ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ტელეკომპანია პირველის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, სამართალდამცავებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობას. ამ გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი - ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები. საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან დევნა არის უკანონო და დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ ამ სიტუაციას. სასამართლო სისტემა უნდა მუშაობდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად და არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შერჩევითი სამართლებრივი დევნის გზით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, სასამართლომ პროკურატურას გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ,,TV პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა. აღნიშნულ განჩინებას კი ტელეკომპანია გაასაჩივრებს.