„მოლდოვას შეუძლია, შეუერთდეს შავი ზღვის ენერგეტიკულ პროექტს“ - რუმინელი მინისტრი

აზერბაიჯანი-საქართველო-ევროპის მწვანე ენერგეტიკული დერეფანი (Black Sea Energy) არის ენერგეტიკული ხიდი, რომელიც უზრუნველყოფს ევროპას უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიით და მოლდოვასაც შეუძლია, შეუერთდეს ამ პროექტს, განაცხადა რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრმა სებასტიან ბურდუჯამ ბაქოში, COP29-ის მინისტერიალზე.


ბურდუჯამ აღნიშნა, რომ გლობალური ინვესტიციები მწვანე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ტრილიონ დოლარად არის შეფასებული.

„ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მობილიზებულნი, ვიდრე ოდესმე, მაგრამ დრო ცოტაა. ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ მზად მოქმედებისთვის, რომ ეს ლამაზი დაპირებები გადავაქციოთ პროექტებად და ახალ მეგავატებად ხალხისთვის,“ - განაცხადა მინისტრმა. მან აღიარა ამ პროცესის სირთულე, მაგრამ აღნიშნა, რომ რუმინეთი მზად არის, უპასუხოს ამ გამოწვევას აზერბაიჯანთან, საქართველოს, უნგრეთთან, ბულგარეთთან და მოლდოვასთან ერთად.


„ჩვენ შევქმნით ამ მწვანე დერეფანს, რომელიც დააკავშირებს ცენტრალურ აზიას ევროპასთან და იქნება ენერგეტიკული ხიდი. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება მაგალითი სხვა კონტინენტებისა და ქვეყნებისთვის, რათა უფრო მეტად დაუკავშირდნენ ერთმანეთს იმიტომ, რომ ის ნამდვილად უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო, უფრო ხელმისაწვდომ და მწვანე ენერგომომარაგებას,“ - აღნიშნა ბურდუჯამ.