აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ბულგარეთის ინიციატივით გაიმართა დისკუსია საქართველოდან მწვანე ენერგიის თურქეთში, შემდეგ კი, ევროპაში მიწოდების შესაძლებლობის შესახებ. მან დაასკვნა, რომ ეს ინტერკონექტორები ხელს შეუწყობს როგორც ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ასევე, გლობალური ენერგოტრანზიციის დაჩქარებას.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს, უნგრეთის, ბულგარეთის, მოლდოვის, სერბეთის, უზბეკეთისა და ლიბიის წარმომადგენლები. მოდერატორი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალფარსლან ბაირაქტარი იყო.
დისკუსიების მთავარი მიმართულება იყო ევროპას მწვანე ენერგიის მიწოდების ერთობლივი შესაძლებლობების შესწავლა, აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის განახლებადი ენერგიის პოტენციალის გამოყენება სხვადასხვა ენერგეტიკული მარშრუტების მეშვეობით.
გარდა ამკისა, როგორც Report.az-ი ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, აზერბაიჯანი ამჟამად ნავთობს 30-მდე ქვეყანას და დეკემბრიდან მისი გაზის მიმღები ქვეყნების რაოდენობა 12-მდე გაიზრდება.
სტამბოლის პირველი ენერგეტიკული ფორუმის ფარგლებში მინისტერიალზე გამოსვლისას "გამოწვევები და შესაძლებლობები მდგრადი მომავლისთვის", აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა ხაზი გაუსვა ენერგეტიკულ თანამშრომლობის გაფართოებას განახლებადი ენერგიის საშუალებით.
მან ხაზი გაუსვა რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას თანამედროვე ენერგეტიკული გამოწვევების გადაჭრის საქმეში, როგორიცაა, მზარდი ენერგიის მოთხოვნის დაკმაყოფილება, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება.
შაჰბაზოვმა აღნიშნა, რომ 2027 წლისთვის მწვანე ენერგეტიკის მასშტაბური პროექტები, საერთო სიმძლავრის 2 გიგავატით, საშუალებას მისცემს 1,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტს.
მან აღნიშნა, რომ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო პროგრამა მოიცავს რამდენიმე მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტს, როგორიცაა, აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროპა, კასპია-შავი ზღვა-ევროპა და ცენტრალური აზია-აზერბაიჯანი, რაც გააძლიერებს რეგიონულ ენერგეტიკულ თანამშრომლობას ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ენერგეტიკულ ტრანსფორმაციაში.