ყაზახეთი ბაქო-სუფსის მარშრუტით ნავთობის შესაძლო მიწოდების განხილვას აგრძელებს. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა მთავრობის სხდომაზე გააცხადა.
„გამტარუნარიანობა არის 5 მილიონი ტონა წელიწადში, შესაძლო მიწოდების მოცულობა წელიწადში 3 მილიონ ტონამდე. ამ მარშრუტის გამოყენება ამჟამად დამუშავებისა და განხილვის პროცესშია,“ - განაცხადა სატკალიევმა.
მან ასევე დაამატა, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმი (CPC) რჩება ყველაზე საიმედო მარშრუტად ყაზახური ნავთობის ექსპორტისთვის.
„დღეს CPC არის ყველაზე საიმედო და ეფექტიანი მარშრუტი ყაზახური ნავთობის ექსპორტისთვის. ამჟამად არსებობს ტექნიკური შესაძლებლობა, გაზარდოს სატუმბი მოცულობები 67-დან 81,5 მილიონ ტონამდე/წელიწადში, ყაზახური მონაკვეთის ჩათვლით - 53,7-დან 72,5 მილიონ ტონამდე/წელიწადში," აღნიშნა სატკალიევმა.
მინისტრმა განმარტა, რომ 2024 წელს ყაზახეთიდან ნავთობის მთლიანი ექსპორტი 68,8 მილიონი ტონა ნავთობია დაგეგმილი.
გასულ წელს ყაზახეთმა გარე ბაზრებს 70,5 მილიონი ტონა ნავთობი მიაწოდა 90 მილიონი ტონა მოპოვებით.
მინისტრის თქმით, ნავთობის ექსპორტი შემდეგი ძირითადი მარშრუტებით განხორციელდება: კასპიის მილსადენის კონსორციუმი - 55,4 მლნ ტონა ნავთობი, ატირაუ-სამარა - 8,6 მლნ ტონა, ჩინეთი - 1,1 მლნ ტონა, აქტაუს პორტი - 3,6 მლნ ტონა, სარკინიგზო ტრანსპორტით. - 0,05 მილიონი ტონა.