ყაზახეთი ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს

ყაზახეთი ახალი, მეოთხე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას 2032 წელს გეგმავს, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა მაჟილისში, სამთავრობო საათზე მოხსენების წარდგენისას.


2036 წელს მსუბუქი ნავთობპროდუქტების მოსალოდნელი დეფიციტის გამო, აუცილებელია, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტირება არაუგვიანეს 2030 წლისა, მშენებლობა კი, 2032 წელს დაიწყოს -  რომლის სიმძლავრე იქნება 10 მილიონი ტონა/წელიწადში,“ - განაცხადა მინისტრმა.


მისი თქმით, ახალი გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა დააკმაყოფილებს ქვეყნის საწვავსა და საპოხი მასალების საჭიროებებს 2040 წლიდან 2050 წლამდე და საშუალებას მისცემს ექსპორტს ცენტრალური, სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ აზიის სწრაფად განვითარებად ბაზრებზე.

ამჟამად ყაზახეთში მუშაობს სამი ძირითადი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა - Atyrau (ANPZ), Shymkent და Pavlodar Petrochemical Factor (PNHZ).