ლაიენის თქმით, ევროპას თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიმართულებით, დასაკარგი დრო არ აქვს

ევროპამ უნდა იბრძოლოს თავისი თავისუფლებისთვის, რათა ჩამოაყალიბოს თავისი მომავალი არასტაბილურ სამყაროში, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში (EP) სიტყვით გამოსვლისას, მისი გუნდის დამტკიცებაზე კენჭისყრის წინ.

ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპას „არ აქვს დრო დასაკარგი“ თავდაცვისა და კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად, რადგან მის საზღვრებზე ომი მძვინვარებს.


ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მისი გუნდი მზად არის, დაუყონებლივ იმუშაოს ბლოკის მზარდი გამოწვევების დასაძლევად.


„ჩვენი თავისუფლება და სუვერენიტეტი უფრო მეტად არის დამოკიდებული ჩვენს ეკონომიკურ სიძლიერეზე. ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია კონკურენციის, ინოვაციებისა და წარმოების უნარზე," - განუცხადა ფონ დერ ლაიენმა კანონმდებლებს.


„ჩვენ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია ჩვენს კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაში. იყავით ერთიანი და ჩვენი ღირებულებების ერთგულნი. მე და ჩემი გუნდი ამისთვის ყოველდღიურად ვიბრძვით. ჩვენი პირველი მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნება კონკურენტუნარიანობის კომპასი. ინოვაცია, დეკარბონიზაცია, უსაფრთხოება. გუნდში ყველა წვლილს შეიტანს ამაში. მწვანე, ციფრული და სოციალური გადასვლისთვის საჭირო დაფინანსების განბლოკვის დაწყებით,“ - აღნიშნა ფონ დერ ლეიენმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ”რაღაც არასწორია”, როდესაც რუსეთი მშპ-ს ცხრა პროცენტს ხარჯავს თავდაცვისთვის, ევროკავშირის 1,9 პროცენტთან შედარებით.