ფინეთი უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ ქარხანას გახსნის.
ამის შესახებ ფინური თავდაცვის კომპანია Summa Defense იტყობინება.
უპილოტო საფრენი აპარატის მასობრივი წარმოება, სავარაუდოდ, 2025 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. ️ ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნების არმიებისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდება იგეგმება. მანამდე ფინეთმა NATO-ს შესთავაზა ბაზის შექმნა სადაზვერვო თვითმფრინავებისთვის.