უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დანიამ უკრაინას F-16-ების მეორე პარტია გადასცა.
„დანიის მიერ გადმოცემული F-16-ების მეორე პარტია უკვე უკრაინაშია. ეს სიცოცხლის დაცვისას გამოჩენილი ლიდერობაა, რომლითაც დანია გამოირჩევა,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გასულ თვეში მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ დანიამ უკრაინას F-16-ის ტიპის 19 ავიაგამანადგურებლიდან პირველი პარტიის სახით 6 უკვე გადასცა.