უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ამბობს, რომ უკრაინა მხარს უჭერს და სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც ახლა იცავს საკუთარ ღირსეულ მომავალს. ის ხაზს უსვამს, რომ რუსეთისთვის ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს - ეს ეხება შავი ზღვის რეგიონის კონტროლს, რუსეთის სტრატეგიულ მიზანს, რომელიც საფრთხეს უქმნის ყველა ადამიანის ეროვნულ უსაფრთხოებას რეგიონში და მთელ ევროპაში.
„შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, გამოვხატე უკრაინის სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველი ხალხისადმი, რომელიც იბრძვის ღირსეული მომავლისთვის და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ქართველი ხალხის ნების პატივისცემა და ივანიშვილის ხელისუფლებისგან ქვეყნის პუტინისთვის გადაცემის თავიდან აცილება აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისა და მომავლისთვის.
ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს - ეს ეხება შავი ზღვის რეგიონს, რომელიც წარმოადგენს რუსეთის სტრატეგიულ მიზანს და რომელიც საფრთხეს უქმნის ყველა ადამიანის ეროვნულ უსაფრთხოებას რეგიონსა და მთელ ევროპაში.
დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ უკრაინა, კოორდინაციას უზრუნველყოფს პარტნიორებთან, არამხოლოდ ევროპაში, არამედ, გლობალურად, რათა უზრუნველყოს სისტემური პასუხი და მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს თავისუფლად და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლების დაცვაში,“ წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა.