საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საფრანგეთში ვიზიტით იმყოფება, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ დტრამპთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დისკუსიის შესახებ.
„სიღრმისეული განხილვა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ის საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები,“ წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მოცემულ ვიდეოს აქვეყნებს.