აზერბაიჯანმა სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) პირველი დეკემბრიდან დაიწყო გაზის მიწოდება სლოვაკეთის უმსხვილეს სახელმწიფო ენერგომიმწოდებელ SPP-სთვის, იუწყება Trend-ი.


„გაზის მიწოდება მიმდინარეობს SOCAR-სა და SPP-ს შორის დადებული მოკლევადიანი საპილოტე ხელშეკრულებით, სადაც ორივე კომპანია მიზნად ისახავს გრძელვადიანი ენერგეტიკული პარტნიორობის გაძლიერებას და გაფართოებას,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.


სოკარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მიწოდებები მისი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მუდმივი ძალისხმევის ნაწილია. სლოვაკეთი ხდება მეთორმეტე ქვეყანა, რომელმაც აზერბაიჯანული გაზის იმპორტი განახორციელა. ის შეუერთდა თურქეთს, საქართველოს, იტალიას, საბერძნეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთს, სერბეთს, სლოვენიას, ხორვატიას და ჩრდილოეთ მაკედონიას.


Trans Adriatic Pipeline (TAP), ამ დერეფნის ევროპული ნაწილის, ამჟამინდელი სიმძლავრე 10 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში, 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაფართოების პოტენციალით.