ჯო ბაიდენი: ასადის რეჟიმის დაცემა სამართლიანობის ფუნდამენტური აქტია

აშშ-ს პრეზიდენტი ხაცხადებს, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემა არის სამართლიანობის აქტი, რომელიც სირიელებს ისტორიულ შესაძლებლობას აძლევს. ჯო ბაიდენის თქმით, „ასევე არის რისკისა და გაურკვევლობის მომენტი“, რა იქნება შემდეგ.


„ბოლოს და ბოლოს, ასადის რეჟიმი დაეცა. ამ რეჟიმმა სასტიკად აწამა და მოკლა ასობით ათასი უდანაშაულო სირიელი. რეჟიმის დაცემა სამართლიანობის ფუნდამენტური აქტია. ეს არის ისტორიული შესაძლებლობის მომენტი მრავალტანჯული სირიელი ხალხისთვის, ააშენონ უკეთესი მომავალი თავიანთი ამაყი ქვეყნისთვის.“

„შეერთებული შტატები იმუშავებს პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან სირიაში," - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა მას შემდეგ, რაც რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასადის ოჯახი მოსკოვში ჩავიდა.


ბაიდენის თქმით, აშშ მხარს დაუჭერს სირიის მეზობლებს, მათ შორის იორდანიას, ლიბანს, ერაყსა და ისრაელს, თუ რაიმე საფრთხე წარმოიქმნება სირიისგან გარდამავალი პერიოდის განმავლობაში. მისივე განცხადებით, აშშ დაეხმარება სტაბილურობის უზრუნველყოფას, დაიცავს აშშ-სა და ნებისმიერ პერსნალს. ბაიდენის განცხადებით, მისია ISIS-ის წინააღმდეგ შენარჩუნდება.


„ჩვენ ჩაერთვებით ყველა სირიულ ჯგუფთან მუშაობაში, მათ შორის, იმ პროცესის ფარგლებში, რომელსაც გაერო ხელმძღვანელობს, რათა დამოუკიდებელ და სუვერენულ სირიაში ახალი კონსტიტუციით და ახალი მთავრობით გადასვლა“ მოხდეს,“ აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.