თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში დარჩება“, ამ შემთხვევაში რა იქნება ხელისუფლების სამოქმედო გეგმა“, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მედიის ამ შეკითხვას კითხვითვე პასუხობს. მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ „სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტის დამახინჯებულ აღქმას ტოვებს.“
„ანუ თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლებას მიიტაცებს? ხელისუფლების შტო საერთოდ არ არის, სიმბოლური თანამდებობაა, მაგრამ მიიტაცებს პრეზიდენტის ინსტიტუტს? ანუ თქვენ ამბობთ, დანაშაულს ჩაიდენს? ინაუგურაციის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი იქნება, თუ თქვენ გადაწყვეტთ ასეთი რაღაცის გაკეთებას, ე.ი. გინდათ იქ შეჭრილხართ და გინდა, შესულხართ და აღარ გამოსულხართ. ანუ თქვენ რას მეკითხებით, რომ ამ შემთხვევაში, მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი გამაგრდება პრეზიდენტის სასახლეში და დანაშაულს ჩაიდენს? მე მგონი, ყველაფერი ნათელია,“ - აცხადებს მდინარაძე.
მისი შეფასებით, “მიხეილ ყაველაშვილი უკვე შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია.“
„მას შემდეგ, რაც საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომ კოლეგიის მიერ ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი არჩეული, ეს არის პირველი შემთხვევა და მათ შორის უფლებამოსილებას შეიძენს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც, კონსტიტუციის მიხედვით, არაპირდაპირი გზით იქნება არჩეული. როგორც ცნობილია, კოლეგიაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარისა და აფხაზეთის მთავრობების უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები.
მიხეილ ყაველაშვილის დასახელებისას, მთავარი კრიტერიუმი რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს არის სამშობლოს უღალატობა და არა რომელიმე გუნდის და პატრიოტიზმი. მიხეილ ყაველაშვილს თუკი რაიმე თვისება გააჩნია, უწინარესად, ამ თვისებაზე უნდა ვილაპარაკოთ. გარდა ამისა, ის უკვე შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია და ადამიანია, რომელსაც თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით. დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შესაბამისი ლეგიტიმაციით, ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს,“ - განაცხადა მდინარაძემ.