თეთრმა სახლმა ტრამპის სამედიცინო კვლევის შედეგები გაასაჯაროვა

რამდენიმე დღის განმავლობაში მედიაში ფოტოებისა და ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომ ტრამპს ხელზე სილურჯეები ჰქონდა, თეთრმა სახლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ქრონიკული ვენური დაავადება აქვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. კერძოდ, ტრამპს ქრონიკული ვენური უკმარისობა დაუდგინდა — ვენური დაავადება, რომელიც, ექიმების თქმით, საკმაოდ გავრცელებულია ხანდაზმულ ასაკში.


თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ფეხების შესიების გამო გაიარა სრულფასოვანი გამოკვლევა.