Reuters-ის ცნობით, აშშ-მ ელ-სალვადორში დეპორტირებული, ვენესუელის 200-ზე მეტი მოქალაქე კარაკასში გაგზავნა, ხოლო სანაცვლოდ, ვენესუელამ 10 ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა.
„ვენესუელაში დაკავებული 10 ამერიკელი თავისუფალია,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
მან ელ-სალვადორის პრეზიდენტს, ნაიიბ ბუკელეს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ვენესუელის ხელისუფლების განცხადებით, სულ გათავისუფლდა ვენესუელის 252 მოქალაქე, რომლებიც სალვადორის მაღალი უსაფრთხოების დაწესებულებაში იხდიდნენ სასჯელს.