Bloomberg-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ Chevron-ს ვენესუელაში ნავთობის მოპოვების ლიცენზია აღუდგინა, რაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებაა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში.
გადაწყვეტილება მოჰყვა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ვენესუელაში დაკავებული 10 ამერიკელი გაათავისუფლეს, სალვადორში დაკავებული 250 ვენესუელელი კი, სამშობლოში დააბრუნეს. როგორც მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სრული დეტალები ჯერ არ გახმაურებულა, ხსენებული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან დიპლომატიისა და ენერგეტიკული პოლიტიკისადმი უფრო ტრანზაქციულ მიდგომაზე მიუთითებს.
თეთრ სახლს ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
რაც შეეხება „შევრონს“, მისმა წარმომადგენელმა ბილ ტურენმა განაცხადა, რომ კომპანია გლობალურად საქმიანობს მოქმედი კანონებისა და რეგულაციების, ასევე, აშშ-ის მთავრობის მიერ გათვალისწინებული სანქციების შესაბამისად, მათ შორის, ვენესუელაში.“
ცნობისთვის, მანამდე, Chevron-ს ვენესუელაში ოპერაციების შეწყვეტა დაევალა, რაც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მადუროზე ზეწოლის მიზნით დაწესებული ფართო სანქციების ნაწილი იყო.
ლიცენზიის აღდგენა ჰიუსტონში დაფუძნებულ ენერგეტიკულ გიგანტს საშუალებას მისცემს, თავის ობიექტებზე წარმოება განაახლოს. „შევრონი“ დიდი ხანია, ვენესუელას ნავთობის სექტორში აშშ-ის მნიშვნელოვან წარმომადგენლად რჩება და სახელმწიფო კომპანია „პეტროლეოს დე ვენესუელა SA“-სთან ერთობლივ საწარმოებს მართავს. ლიცენზიის შეჩერებამდე, კომპანია დღეში 240 000 ბარელზე მეტ ნავთობს აწარმოებდა - რაც ვენესუელას მთლიანი წარმოების დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.
2022 წელს ბაიდენის ადმინისტრაციამ „შევრონს“ უფრო შეზღუდული ლიცენზია მიანიჭა, რომელიც ნავთობის წარმოებასა და ექსპორტს უშვებდა, მაგრამ გაფართოებას კრძალავდა. ტრამპის ადმინისტრაციის უახლესმა ნაბიჯმა შესაძლოა, „შევრონს“ კიდევ ერთხელ უფრო აქტიური როლის შესრულების საშუალება მისცეს.
ვენესუელური ნავთობი კვლავ აშშ-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის, განსაკუთრებით, მექსიკის ყურის სანაპიროზე მდებარე ქარხნებისთვის მნიშვნელოვანია. 2024 წლის ბოლოს, აშშ დღეში დაახლოებით, 250 000 ბარელი ვენესუელური ნავთობს იმპორტს ახდენდა.
მთავარი მომხმარებელი Valero Energy Corp-ი იყო, შემდეგ მოდიოდა Chevron, რომელიც ნავთობს საკუთარ ობიექტებში ამუშავებს და სხვა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსაც ამარაგე
დიპლომატიური დინამიკის ცვლილებისა და ენერგეტიკული პრიორიტეტების განვითარების კვალდაკვალ, ვენესუელაში Chevron-ის ხელახლა შესვლა შესაძლოა, ამ ქვეყნების რთულ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ურთიერთობებში, ახალი თავის დაწყების საფუძველი გახდეს.
შეგახსენებთ, ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, საინაუგურაციო სისტყვაში განაცხადა: „ამერიკა კვლავ წარმოების ქვეყანა გახდება, და ჩვენ გვაქვს რაღაც ისეთი, რაც სხვა ქვეყანას არ ექნება – მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობი და გაზი და ჩვენ ამას გამოვიყენებთ.“