ერდოღანს სტამბოლში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზება სურს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზება სურს.

„ამ კვირაში ძალისხმევას გავწევთ იმისთვის, რომ პუტინთან და ტრამპთან მოლაპარაკებები ჩავატაროთ და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ ლიდერების სტამბოლში შეკრება,“ - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, სტამბოლში უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებები სამჯერ გაიმართა. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 16 მაისს გაიმართა, მეორე - 2 ივნისს, მესამე კი - 23 ივლისს.


26 ივნისს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მუშაობს ზელენსკი-პუტინის შეხვედრის ორგანიზებაზე, რომელშიც შესაძლოა, დონალდ ტრამპიც ჩაერთოს. ერდოღანის თქმით, ტრამპს შეხვედრაში მონაწილეობის სურვილი აქვს, თუ ის თურქეთში გაიმართება.


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის.