ტრამპი მედვედევს აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი მედვედევს წარუმატებელ პრეზიდენტს უწოდებს და აფრთხილებს, რომ საშიშ ტერიტორიაზე შედის.


„მე არ მაინტერესებს, რას აკეთებს ინდოეთი რუსეთთან. მათ შეუძლიათ, ერთად დაანგრიონ თავიანთი მკვდარი ეკონომიკა, მე არ მაინტერესებს. ჩვენ ინდოეთთან ძალიან ცოტა საქმიანი ურთიერთობა გვქონია, მათი ტარიფები ძალიან მაღალია, თითქმის ყველაზე მაღალი მსოფლიოში. ასევე, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები თითქმის არ აწარმოებენ საერთო ბიზნესს.


დავტოვოთ ეს ისე, როგორც არის, და უთხარით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ის პრეზიდენტია, სიტყვებს დაუკვირდეს, რადგან ის ძალიან საშიშ ტერიტორიაზე შედის,“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, მანამდე დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთი არ არის ისრაელი ან ირანი, რომ ულტიმატუმები წაუყენონ და ტრამპს მოუწოდა, არ გააგრძელოს „მძინარე ჯო ბაიდენის გზა.“

„ეს ომი არ იქნება მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის შორის, არამედ შენსავე ქვეყანასთან,“ - აღნიშნა მედვედევმა.