დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა. Reuters-ის ცნობით, მათ შორის არიან ქვეყნები, რომლებიც აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად მიიჩნევა, მაგალითად კანადა, ბრაზილია, ინდოეთი და ტაივანი.


პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანებით, ტრამპმა კანადიდან შეტანილი საქონლის უმეტესობაზე 35%-იანი, ბრაზილიიდან 50%-იანი, ინდოეთიდან 25%-იანი, ტაივანიდან 20%-იანი და შვეიცარიიდან 39%-იანი ტარიფები დააწესა.


პრეზიდენტის ბრძანებაში სულ მითითებულია იმპორტის გადასახადის 10%-დან 41%-მდე გაზრდა 69 სავაჭრო პარტნიორისთვის. ყველა სხვა ქვეყნიდან შეტანილ საქონელზე კი, 10%-იანი იმპორტის გადასახადი დაწესდება.