თურქულმა კომპანიებმა Titra-მ და Buyutech-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კამერის სისტემები ადგილობრივი წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებში ინტეგრირდება. ამის შესახებ კომპანიებმა სტამბოლში გამართულ თავდაცვის გამოფენაზე IDEF 2025 განაცხადეს.
შეთანხმების თანახმად, Buyutech შეიმუშავებს, აწარმოებს და დაამონტაჟებს მაღალი ხარისხის ვიზუალიზაციის სისტემებს რამდენიმე Titra-ს უპილოტო საფრენი აპარატისთვის, მათ შორის, Alpin-ისა და Alpin-2-ის უპილოტო ვერტმფრენებისთვის, Deli-ს კამიკაძე დრონისთვის, Pars-ის დამკვირვებელი დრონისთვის და Merkut FPV პლატფორმებისთვის, რომლებიც შემუშავებულია Titra-ს თავდაცვის შვილობილი კომპანია SAVX-ის მიერ.
„Buyutech“-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ომერ ორკუნ დუზტაშმა განაცხადა, რომ კომპანია სამოქალაქო სექტორის გამოცდილებას ეროვნული უსაფრთხოების ხელშესაწყობად იყენებს.