NATO და აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაფინანსების ახალ მექანიზმზე მუშაობენ. ამის შესახებ Reuters-ი სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
კერძოდ, სააგენტოს ცნობით, ახალი მექანიზმი მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო საჭიროებების სიას, ე.წ. პრიორიტეტული მოთხოვნების სიას უკრაინისთვის. თითოეული ასეთი პაკეტის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონ დოლარია.
მექანიზმი უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდებას ისახავს მიზნად, თუმცა ვადები გაურკვეველია. NATO-ს მაღალჩინოსანმა ინიციატივა შეაფასა, როგორც „NATO-ს მიერ კოორდინირებული ნებაყოფლობითი ძალისხმევა, რომელშიც ყველა მოკავშირეს მოუწოდებენ მონაწილეობის მისაღებად.“