NATO-ში აშშ-ის ელჩის თქმით, მეორადი სანქციები რუსეთს ომის დაფინანსების შესაძლებლობას წაართმევს

NATO-ში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინაში ომის დიპლომატიური გზებით დასასრულებლად და შესაძლოა, რუსეთისთვის საომარი ძალისხმევის დაფინანსების შესაძლებლობის შესაჩერებლად, მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს.


უიტაკერი ამბობს, რომ თუ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, შეერთებული შტატები მომავალ კვირას მკაცრ სანქციებს დააწესებს რუსეთისა და იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მასთან ვაჭრობას გააგრძელებენ.


„მთავარი ის არის, რომ პუტინს ნავთობის გაყიდვა ესაჭიროება, ჩინეთში, ინდოეთსა და ბრაზილიაში. ეს ქვეყნები ახლა საკმაოდ მნიშვნელოვანი წნეხის ქვეშ მოექცევიან რუსეთთან ბიზნეს საქმიანობისთვის. რუსეთს აღარ ეყოლება მეგობრები ან სავაჭრო პარტნიორები. მათ ომის დაფინანსების უნარი აღარ ექნებათ. ეს ზეწოლა საბოლოოდ რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს,“ განაცხადა მეთიუ უიტაკერმა.