ტრამპი აბრაამის შეთანხმებებში აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ჩართვას ცდილობს - მედია

წყარო

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს აბრაამის შეთანხმებებში აბრაამის შეთანხმებებში აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ჩართვასთან დაკავშირებით.


ტრამპის სამშვიდობო მისიების სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი, მარტში აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაემგზავრა, რათა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვედროდა. სამი წყაროს ცნობით, ვიტკოფის ერთ-ერთი მთავარი თანაშემწე, არიე ლაითსტოუნი, გაზაფხულზე ალიევს შეხვდა, ნაწილობრივ სწორედ აბრაამის შეთანხმებების განსახილველად.


„აზერბაიჯანს და ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანას უკვე აქვთ დიდი ხნის ურთიერთობები ისრაელთან, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმებების გაფართოება მათთან ერთად დიდწილად სიმბოლური იქნება და ფოკუსირებული იქნება კავშირების გაძლიერებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა, ვაჭრობა და სამხედრო თანამშრომლობა,“ განაცხადეს წყაროებმა ანონიმურობის დაცვის პირობით.


ამ წყაროების ცნობით, დისკუსიების ფარგლებში, აზერბაიჯანის ოფიციალური პირები ცენტრალური აზიის ქვეყნების დაუკავშირდნენ, მათ შორის, მეზობელი ყაზახეთის ოფიციალურ პირებს, რათა აბრაამის შეთანხმებების უფრო გაფართოების მიმართ მათი ინტერესი შეეფასებინათ. ჯერ გაურკვეველია, ცენტრალური აზიის რომელ ქვეყნებთან შედგა ეს კომუნიკაცია.


სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელსაც კომენტარის გაკეთება სთხოვეს, კონკრეტული ქვეყნები არ განუხილავს, მაგრამ უწყებაში განაცხადეს, რომ შეთანხმებების გაფართოება ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.

„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მეტი ქვეყანა შეუერთდეს მათ,“ - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა. აზერბაიჯანის მთავრობამ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. თეთრმა სახლმა, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ყაზახეთის საელჩომ ვაშინგტონში კომენტარის გაკეთების თხოვნას ასევე არ უპასუხეს. 


ცნობისთვის, 2020 წლის სექტემბერში, ისრაელსა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა აბრაამის შეთანხმებას, რომელიც ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ გადადგმული პირველი ოფიციალური ნაბიჯია.