აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვნად გაზრდის ტარიფებს ინდოეთისთვის რუსული ნავთობის იმპორტისა და „გადაყიდვის“ გამო. დონალდ ტრამპის თქმით, ინდოეთი არამხოლოდ ყიდულობს რუსული ნავთობის უზარმაზარ რაოდენობას, არამედ, შეძენილი ნავთობის დიდ ნაწილს ღია ბაზარზე ჰყიდის დიდი მოგების მისაღებად.
„მათ არ აინტერესებთ, რამდენ ადამიანს კლავს უკრაინაში რუსული საომარი მანქანა. ამის გამო, მე მნიშვნელოვნად გავზრდი ინდოეთის მიერ აშშ-სთვის გადახდილ ტარიფს,“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
მანამდე, მან განაცხადა, რომ აშშ ინდოეთს 25-პროცენტიან სავაჭრო ტარიფებს დაუწესებდა.