აშშ მთვარეზე ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დააჩქარებს - მედია

აშშ-ს ტრანსპორტის მინისტრი შონ დაფი მიმდინარე კვირაში, მთვარეზე ბირთვული რეაქტორის აგების გეგმის შესახებ გამოაცხადებს, რაც NASA-ს დროებით ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, მისი პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება. გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, მთვარის ზედაპირზე რეაქტორის აშენების საკითხი NASA-ს წარსულშიც ჰქონდა განხილული, თუმცა გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდო გეგმის ფარგლებში, ამჯერად პროექტისთვის კონკრეტული დრო განისაზღვრება. 


მედიის ცნობით, პროგრამის ფარგლებში სააგენტო ეძებს კომპანიებს, რომლებიც 2030 წლისთვის მთვარეზე რეაქტორის გაგზავნას შეძლებენ, რადგან სწორედ ამ პერიოდისთვის აპირებს ჩინეთი მთვარის ზედაპირზე პირველი ასტრონავტის გაშვებას. 


Politico-ს ინფორმაციით, NASA-ს დროებითი ხელმძღვანელი, შონ დაფი ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ კიდევ ერთი განკარგულების ფარგლებში, საერთაშორისო კოსმოსური სადგური  (ISS) უფრო სწრაფად ჩანაცვლდეს.