ტრამპი: ენერგომატარებლებზე ფასები თუ შემცირდება, პუტინი ადამიანების მკვლელობას შეწყვეტს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა „საშინელ მდგომარეობაშია“ და ნავთობის დაბალი ფასები რუსეთის საომარ მანქანას დააზიანებს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ნავთობზე ფასები კიდევ 10 დოლარით თუ დაიწევს, პუტინი ადამიანების მკვლელობას შეწყვეტს


„ნავთობის ერთი ბარელის ფასი დაახლოებით 65 აშშ დოლარია და კიდევ უფრო დაბლა იწევს. თუ იცით, OPEC და OPEC+ [ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია] მეტს მოიპოვებენ, მეტის მოპოვება სურთ, რადგან მგონი, უნდათ რომ გამახარონ.


თუ ენერგეტიკის ფასები საკმარისად დაიწევს, პუტინი ხალხის მკვლელობას შეწყვეტს. ეს კარგი იქნება, იმისდა მიუხედავად, რომ მისივე ხალხი კვდება, მისი და უკრაინის. მაგრამ პუტინი ხალხის მკვლელობას შეწყვეტს თუ ნავთობის ფასები კიდევ 10 აშშ დოლარით დაიწევს ერთი ბარელისთვის. არჩევანი არ ენება, ვინაიდან მისი ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია,“ - განაცხადა ტრამპმა.