ფაშინიანი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

თეთრ სახლში დასრულდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა.

შეხვედრის დროს მხარეებმა სხვა თემებთან ერთად განიხილეს სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, სომხეთის მიერ შეთავაზებული „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის შედეგად, სომხეთსა და აშშ-ს შორის დოკუმენტებს მოეწერა ხელი.


ეს იყო ფაშინიან-ტრამპის პირველი ოფიციალური შეხვედრა ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ.